მენეჯერ/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერ/კონსულტანტი
მომწოდებელი: დეზირე პარიზ
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
ტანსაცმლის ფრანგული მაღაზია "დეზირე პარიზ" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერ/კონსულტანტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მაღაზიის დროულად გაღება, დაკეტვა
** მაღაზიაში მუდმივად სისუფთავის შენარჩუნება
** მიღებული საქონლის მოწესრიგება
** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარება
** მომხმარებლისთვის სასიამოვნო და ხარისხიანი მომსახურების გაწევა
** სალაროს მართვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** 18-35 წლამდე გოგონა/ბიჭი
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების კარგად ცოდნა
** სასიამოვნო გარეგნობა, სტილი
** საშუალო, უმაღლესი განათლება
** გამართული და მკაფიო მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაბელური, პუნქტუალური, ენერგიული, თავაზიანი, პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და დაინტერესებულნი იქნებიან მოდის ინდუსტრიით.

წარმატებული კანდიდატები განიხილებიან, როგორც კონსულტანტის, ასევე მენეჯერის თანამდებობებზე ან ორივე ერთად, დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო პირობები:

ნახევარი განაკვეთი - 15 სამუშაო დღე, 11 საათიდან 21 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის, გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე მისამართით desireparis@client.jobs.ge

სავალდებულოა თან დაურთოთ რამდენიმე ხარისხიანი ფოტოსურათი, სადაც კარგად ჩანს თქვენი გარეგნობა და სტილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე