მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Camicissima
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია "Camicissima" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა მათთვის სასურველი ნივთის შერჩევაში;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ერთი დასვენების დღით.

"Camicissima"-ში მუშაობის დაწყებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით(სასურველია ბიომეტრიული) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: clothescompanyhr@gmail.com და "Subject" ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მაღაზიის კონსულტანტი).

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი .
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე