იურისტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი - ზესტაფონი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზესტაფონი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის წარმართვის ხელშეწყობა/კონსულტირება/სამართლებრივი უზრუნველყოფა.
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად, ან სხვა დეპარტამენტებთან ერთად ბრძანებებისა (მათ შორის საკადრო ბრძანებების), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
** საკადრო/ადამიანური რესურსების საკითხების სამართლებრივი მართვა, კომპანიის კონსულტირება, შესაბამისი დავის წარმოება სასამართლოში.
** სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სასამართლოში, მედიაციაში, არბიტრაჟში და სამართალდამცავ ორგანოებში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
** სამეწარმეო რეესტრში ცვლილებებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილების, სხვადასხვა განცხადებების განხილვა-მონაწილეობა და მათზე პასუხების ანალიზი-განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურების და რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; ახალი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და უშეცდომოდ მომზადება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** საფუძვლიანი ცოდნა სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობისა (მატერიალური და პროცესუალური ნორმები), მათ შორის შრომითი ურთიერთობის, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს, მშენებლობის დარგის, ლიცენზიებისა და ნებართვების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობისა.
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის თვითმმართველობის, ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის და პრიორიტეტებად დაყოფის უნარი და გამოცდილება(სავალდებულოა);
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო და პრიორიტეტულია);
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც პროფესიულ დონეზე შეძლებს რუსულ და ინგლისურ ენაზე მეტყველებას, წერას და წაკითხულის გააზრებას;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოტაზე: hroffice171@yahoo.com

ასევე, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ხელფასის ოდენობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე