კონტენტ მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონტენტ მენეჯერი - თელავი
მომწოდებელი: იგიქ აული
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
კომპანია Egeek Owl აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თელავი.
სამუშაო საათები: 13.00-21.00 , კვირაში 5 დღე.

ჩვენს შემოქმედებით გუნდში გვჭირდება მოტივირებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან მიიღონ გამოცდილება, მოახდინონ თავიანთი ცოდნისა და იდეების რეალიზება. ჩვენი მხრივ გთავაზობთ კომფორტულ სივრცეს სამუშაოდ, ჩვენი დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას, შემოქმედებით პროცესში და ახალი გამოწვევების წინაშე თქვენთან ერთად ყოფნას, პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას; ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგლისურ ენოვანი სოციალური მედია გვერდების ადმინისტრირება;
** თემატური კონტენტის შექმნა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** ახალი იდეების გენერირება;
** რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად და შემოქმედებითად წერის უნარი.
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და
წერილობითი);
** ვებ საიტების გამოყენების გამოცდილება მომხმარებლის დონეზე
(Google, Facebook, Twitter, Pinterest);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა, დეტალებზე;
** ორიენტირებულობა;
** მობილიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დროის ეფექტურად;
** მართვის უნარი.

გამოსაცდელი ვადა 2 კვირა (ანაზღაურებადი);
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში ანაზღაურება თვეში 500-დან 1000 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: contact@egeekowl.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე