ექსპლოატაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპლოატაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ექსპლოატაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2140
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 20.10.2017
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

სამუშაოს აღწერა:

ბიზნეს ამოცანა:

** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაოების მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით;
** ბანკის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა/შენარჩუნების ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი
** ინოვაციური პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის-ცენტრებში და საოფისე ფართებში დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე ინფორმაციის დროულად მიღება და მათი მოგვარების უზრუნველყოფა
** ბანკის კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების/სამუშაოების დროულად და ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი
** დაფიქსირებული ინფორმაციის სათანადო ფორმით დამუშავება, ანალიზი და რაპორტინგი.
** ინოვაციურ პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი სერვის-ცენტრების და საოფისე ფართების გახსნა/დახურვაში მონაწილეობის მიღება
** ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობასა და ინტერიერზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
** სერვისცენტრების და საოფისე ფართების პერიოდული მონიტორინგი ამ ობიექტებზე ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
** სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების დაკვეთით განხორციელებული სხვადასხვა მომსახურეობის კონტროლი და პერიოდული ინსპექტირება

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადების გადარჩევის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2140
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე