კლიენტთა მომსახურების უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მომსახურების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას კლიენტთა მომსახურების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია: კლიენტთა მომსახურების უმცროსი მენეჯერი (Account Executive)
ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

მოვალეობები:

** ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისგან პირველადი მოთხოვნის/ბრიფის მიღება და პასუხის გაცემა
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი სარეკლამო მოთხოვნების განხილვა და გამოვლენა
** კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება
** პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით, რომ დროულად გამოავლინოს პროექტის მსვლელობის დროს შესაძლო პოტენციური პრობლემა ან შესაძლებლობა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში სათანადო მოქმედების შემუშავება
** ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება
** კლიენტსა და გუნდს შორის რეგულარული ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რომ მართებულად მოხდეს მოლოდინების წარდგენა როგორც გუნდთან, ისე კლიენტთან
** კომპანიის შესაძლებლობების და მომსახურების სრულფასოვანი ცოდნა, და მათი ეფექტურად კომუნიცირება კლიენტებთან
** შეთავაზებების/პროექტების წარდგენა კლიენტებთან მათი დამტკიცების მიზნით და/ან მოდიფიკაცია კლიენტების კომენტარების მიხედვით
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა, ინვოისების გამოწერა და კლიენტისთვის მიწოდება
** პროექტის ფარგლებში ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება
** ყოველკვირეული ანგარიშების და პროექტების სტატუსების მომზადება ხელმძღვანელობისთვის

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა მსგავს დარგში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში
** ძლიერი საპრეზენტაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარები
** კარგი საორგანიზაციო და დროის მენეჯმენტის უნარი
** ადვილად ადაპტაციის უნარი სხვადასხვა გარემოში, როგორც კლიენტებთან ასევე სააგენტოს შიგნით გუნდში
** გუნდის მოტივაციის უნარი
** ბიზნესის კარგი შეგრძნება და უნარი იმუშაოს ბიუჯეტის ჩარჩოებში
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
** ინიციატივანი და გუნდურად მომუშავე

განაცხადის მიღების პროცედურები:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე