ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგების მომზადება;
** მენეჯმენტისთვის წარსადგენი ანგარიშგების მომზადება;
** ინვესტორებთან წარსადგენი ანგარიშგების მომზადება;
** აუდიტორულ კომპანიებთან წარსადგენი ანგარიშგების მომზადება;
** გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშგების წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის ან შესატყვის დარგებში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელი მოთხოვნაა თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: finance@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე