ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზების მიზნით შესაბამისი პროცედურების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;
** მისოს შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის შესრულების მონიტორინგი;
** მისოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** მისოს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების აღწერა, სრულყოფა და მათი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
** ტრეინინგების საჭიროებების განსაზღვრა და შემდგომი დაგეგმვა;
** მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება;
** მისოში არსებული სახელფასო სისტემის შესაბამისად თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების დაანგარიშება;
** სახელფასო სისტემის ეფექტურობის პერიოდული ანალიზის განხორციელება;
** თანამშრომელთა მოტივაციის, კმაყოფილებისა და ზოგადად სამუშაო კლიმატის შეფასების მიზნით პერიოდული გამოკითხვების ინიცირება;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;
** ვაკანსიის ტექსტის მომზადება და გავრცელება, კანდიდატთა მონაცემების განხილვა, გასაუბრებების, ტესტირებების ჩატარება, საბოლოო რეკომენდაციების მომზადება;
** ადამიანური რესურსის საჭიროების დროულად განსაზღვრა;
** რეკრუტინგის პოლიტიკის შემუშავება;
** რეკრუტინგის შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გავლილი სასწავლო კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საფინანსო/საბანკო სფეროში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;

სხვა ცოდნა/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე