ლოჯისტიკისა და მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკისა და მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის ცენტრების საჭირო ინვენტარით, ტექნიკით, სატრანსპორტო, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საშუალებების მომარაგების პროცესის წარმართვა;
** სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** მწარმოებლების, შემკეთებლების და რეალიზატორების მოძიება, პირობების და მათთან კონტაქტების დამყარება;
** მომწოდებელთა ბაზის შესწავლა, შესყიდვების და სატენდერო პროცესების წარმართვა;
** არსებული სასაწყობე მარაგების ხარჯვის კონტროლი, ახალი მარაგების შეკვეთების ფორმირება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
** ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვა და წელიწადში 2-ჯერ ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სხვა დავალებები საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel და სხვა საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mbc.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე