FMG ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: FMG ოპერატორი
მომწოდებელი: მერკური
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
პრესის გავრცელების სააგენტო შპს "მერკური" აცხადებს ვაკანსიას FMG ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეალიზაციო ქსელში გასანაწილებელი პრესის ოპტიმალური გეგმის შემუშავება;
** სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეკვეთების მიღება/განაწილება წინა დღის ზედნადებების კორექტირება და ობიექტებისთვის გაგზავნა;
** პრესის დაბრუნების საწყობში მოძრაობის კონტროლი;
** საწყობიდან გატანილი პროდუქციის rs.ge-ზე ატვირთვის კონტროლი;
** ტირაჟების შეთანხმება მთავარ ოპერატორთან მეილის მეშვეობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** FMG დისტრიბუციის ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@mercuri.ge 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე