სერვისცენტრის მენეჯერი - ახმეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისცენტრის მენეჯერი - ახმეტა
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ოქტ
თანდართული ფაილი: 155443-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე ახმეტაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე