ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 12 ნოე
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო ოპერაციათა სისტემის ჩამოყალიბება და კონტროლი.
** ორგანიზაციაში გამართული დოკუმენტბრუნვის და საოფისე მასალების შეძენა-მიწოდების სისტემის კონტროლი
** მიღებული დავლებების ფარგლებში შიდა და გარე სტრუქტურებთან ურთიერთობა.
** ოფიციალურ სტრუქტურებთან და მედიასთან კომუნიკაცია გენერალური დირექტორის დავალების ფარგლებში.
** კომპანიის სახელით ონლაინ ოპერაციათა (გადახდა, შეკვეთა, დაჯავშნა, შეძენა) შესრულება გენერალური დირექტორის დავალების ფარგლებში.
** გენერალური დირექტორის მოთხოვნის შესაბამისად, შიდა თათბირების ორგანიზება, დასწრება და შეხვედრების ოქმის შედგენა;
** გენერალური დირექტორის მივლინებების ორგანიზება საზღვარგარეთ, სასტუმროსა და ავია ბილეთების დაჯავშნა.
** გენერალური დირექტორის გარე ვიზიტების ორგანიზება.
** ოფისის სტუმრების დახვედრა და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება.
** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, პასუხის გაცემა და მოთხოვნის შესაბამისად გადამისამართება.
** თანამშრომელთა მხარდაჭერა შესაბამისი მომსახურების და პროდუქციის შესყიდვის ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის გზით.
** თანამშრომელთა მხარდაჭერა საკანცელარიო მასალის შეძენის გზით.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველი მგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე
** დისციპლინირებული და მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: vacancy@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " ადმინისტრაციული ასისტენტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე