ჰორეკა მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჰორეკა მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა
** პროდუქციის განლაგება განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება და კონტროლი
** მერჩენდაიზინგის კონტროლი
** გაყიდვების გაზრდა და გეგმების შესრულება
** მის მიერ შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების და კონკურენტების აქტივობების შესახებ ინფორმაციის დროული მოწოდება

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე