ინტერიერის ფოტოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერიერის ფოტოგრაფი
მომწოდებელი: WeHost
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"Wehost" არის "Airbnb"-ის მენეჯმენტის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ბინების მოკლევადიან გაქირავებაზე და მათ მენეჯმენტზე. კომპანია არის "Startup საქართველოს" გამარჯვებული პროექტი: http://startup.gov.ge/geo/winners_details/62. ჩვენ ვქმნით ხარისხიან სერვისს როგორც ბინის მეპატრონისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რადგან ვინარჩუნებთ მომსახურების მაღალ სტანდარტს და დამქირავებლებს ვუქმნით მაქსიმალურ კომფორტს იმისთვის, რომ დატკბეს საქართველოში მოგზაურობით.

"Wehost" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის ფოტოგრაფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის მართვაში არსებული და სამომავლო ბინების ინტერიერის სურათების გადაღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ინტერიერის ფოტოგრაფიაში.
** აუცილებელია ფოტოგრაფს გააჩნდეს საკუთარი პროფესიონალური ფოტო კამერა + wide lens.

არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი გადაღებული სურათები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: careers@wehost.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე