სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Mobility
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ
პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია "Mobility" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სოციალური ქსელის განახლება, შესაბამისი ტექსტური თუ სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა კომპანიის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება, რედაქტირება, განახლება და უზრუნველყოფა ტექსტური მასალით, სურათებით, ვიდეოებით და სხვა საჭირო კონტენტით;
** სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** საინტერესო შემეცნებითი სტატიების წერის უნარი;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვებ-გვერდის შინაარსის მართვის სისტემებთან (CMS) მუშაობის ცოდნა;
** ინგლისური ენისა და Adobe Photoshop გამოყენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** სამუშაოს თანამდროვე და კომფორტულ გარემოში;
** მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს - 5 დღე კვირაში, 10:00-19:00 სთ (შესვენებით);
** საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობას;
** დიდ და მეგობრულ კოლექტივს;
** სოციალურ პაკეტს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

** პირადი CV;
** მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება - რეალური ვებ-მისამართები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საწყისი ხელფასი: 500 ლარი (ზრდის პერსპექტივით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ მონაცემები მისამართზე: hr@mobility.ge 2017 წლის 10 მარტის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Social Media Manager".

გაითვალისწინეთ: არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებას!

ვებ-გვერდი: www.mobility.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე