პროექტების მართვის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების მართვის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგის" წევრიც შენც შეიძლება გახდე! შენ გელის კომპანია, რომელიც ზრუნავს გუნდის წევრების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. რაც მთავარია, სამუშაო გარემო კომპანიაში მუდმივად დინამიურია: "თიბისი ლიზინგი" სისტემატიურად ავითარებს ახალი პროდუქტებს და მიმართულებებს - შემოგვიერთდი და გაგვიზიარე შენი იდეები!

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სახელფასო განაკვეთი: 500-800 ლარი + ბონუსი (ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მთავარი ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა, შეცდომების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება;
** პროექტების (მათ შორის IT) დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** მცირე ზომის პროექტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** ბიზნესს პროცესების აღწერა/ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება;

საჭირო უნარები:

** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ამოცანის სწორად/გასაგებად გადმოცემის უნარი (ვერბალურად და წერილობით)
** ორგანიზებულობის, დროის მართვის და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე