მომმარაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომმარაგებელი
მომწოდებელი: კლიმატ სერვისი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
"კლიმატ სერვისი" 2010 წლიდან იურიდიულ პირებს სთავაზობს სრული ელექტრო-მექანიკური სისტემების (MEP) პროექტირებას, მონტაჟსა და კონსალტინგს. 2016 წელს კომპანიამ დაასრულა საწარმოს მშენებლობა, რომელიც მოდულური საქვაბე ოთახებისა და თუნუქის სამშენებლო მასალების წარმოებაზე სპეციალიზდება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.climateservice.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

ექვემდებარება: შესყიდვების მენეჯერს
მდებარეობა: თბილისი, გ. ჩიკვაიძის 3 (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 9:00-დან 18:00 საათამდე ორშაბათი-შაბათი. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
ანაზღაურება (თვიური): დარიცხული 700-850 ლარი, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად

მოვალეობები:

** შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება (კომპანიის ავტომობილით) შესყიდვების მენეჯერის მითითებისამებრ;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** დროგამოშვებით მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
** საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დროის სწორად გადანაწილების უნარი.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დაწინაურების შესაძლებლობა;
** სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 26 თებერვალი, 17:00 სთ (თბილისის დროით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV - მაქსიმუმ 2 გვერდი) ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@climateservice.ge. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

"კლიმატ სერვისი" გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"კლიმატ სერვისი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე