მოსწავლეთა პროგრამების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოსწავლეთა პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: ვეკუას სახ. 42-ე საჯარო სკოლა
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლა აცხადებს კონკურსს მოსწავლეთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქციური დატვირთვა:

** სემინარების ორგანიზება და წარმართვა პროექტების მომზადებისა და მართვის შესახებ;
** კონსულტაციები პროექტების განხორციელების პერიოდში;
** მოსწავლეთა პროექტების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსების ორგანიზება და წარმართვა (როგორც სკოლის შიდა, ასევე გარე დაფინანსების მიღებისათვის);
** სკოლის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელება საგრანტო და სხვა კონკურსების შესახებ;
** პროექტების დაფინანსების წყაროების მოპოვების ხელშეწყობა;
** ერთობლივი პროექტების (მოსწავლეებისა და პედაგოგების) განხორციელების ხელშეწყობა, როგორც საქართველოს ასევე მის ფარგლებს გარეთ;
** ანგარიშის მომზადება (წლიური, სემესტრული)
** მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბების მუშაობის ხელშეწყობა;
** სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის ინფორმირება მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების შესახებ;
** საერთაშორისო გამოცდილების მიღების ხელშეწყობა;
** სკოლის ფარგლებში არსებული მოსწავლეთა სხვადასხვა კლუბების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;

სამუშაო დატვირთვა ნახევარ განაკვეთზე.

სავალდებულო მოთხოვნები/ გამოცდილებები:

** მოსწავლეთა კლუბებთან მუშაობა;
** გუნდური მუშაობა;
** საპროექტო განაცხადების მომზადება და მართვა;
** პიროვნული მახასიათებლები: პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; გამართულად (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად) საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური - თავისუფლად წერის და საუბრის უნარი;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi42@mes.gov.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 თებერვლისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქ. თბილისი ჩაიკოვსკის N9;
ტელ: +995 032 299 00 73
ელ. ფოსტა: tbilisi42@mes.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე