წყალსარგებლობის ინჟინერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წყალსარგებლობის ინჟინერი - მარნეული
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას წყალსარგებლობის ინჟინრის თანამდებობაზე ქ. მარნეულში (ქვემო-ქართლის რეგიონი, ხრამი-დებედას სერვის-ცენტრი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წყალგანაწილების, წყალაღება-მიწოდების ოპერატიული და პერსპექტიული გეგმების შემუშავება არხის უფროსებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უბნის უფროსებთან კოორდინაციაში;
** წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ორგანიზაცია, კონტროლი და ინფორმაციული მასალების მომზადება;
** წყალმომხმარებლებისათვის მიწოდებული წყლის (გაწეული მომსახურების) დამადასტურებელი ორმხრივი ხელმოწერილი აქტების მომზადება და აღრიცხვა. წყლის აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების კონტროლი;
** დამტკიცებული წყალსამეურნეო გრაფიკების მიხედვით წყლის აღების, განაწილების, მიწოდების და აღრიცხვის საქმიანობის ორგანიზება;
** წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების, სამელიორაციო სისტემის წყალუზრუნველყოფის ამაღლების და წყლის აღრიცხვის სრულყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება;
** მორწყვის წყაროდან წყალაღების და მიწოდების კვანძების წყალმზომი ხელსაწყოებით აღჭურვის უზრუნველყოფა;
** ჰიდრომეტრული საგუშაგოების და წყალმზომი მოწყობილობების გამართულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა, სახაზო ჰიდრომეტრიასთან დაკავშირებული საქმიანობის ჩატარება, აღებულ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
** წყალგანაწილების გრაფიკების შესაბამისად მაგისტრალურ და I რიგის გამანაწილებელ არხებში წყლის რეგულირების უზრუნველყოფა. ჰიდროტექნიკური უბნებიდან ოპერატიული ცნობების მიღება, ანგარიშების დადგენილი ფორმებით მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ჰიდრომელიორატორის, აგრომელიორატორის ან აგროინჟინრის ბაკალავრის კვალიფიკაცია;
** სამელიორაციო სისტემების ექსპლუატაციის სამსახურებში ან სასოფლო-მეურნეობის სფეროში (ფერმერული მეურნეობები) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფართობების მორწყვის რიგითობის, მორწყვის ნორმების და მორწყვის ვადების განსაზღვრის უნარი;
** ჰიდრომეტრული საგუშაგოების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** რთულ გარემო-პირობებთან ადაპტაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული;
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: 720 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 25.02.2018. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "წყალსარგებლობის ინჟინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე