სადოქტორო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადოქტორო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი "აგრარული მეცნიერებების" სადოქტორო პროგრამის ფარგლებში აცხადებს დოქტორანტის 10 ვაკანსიას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლქსვაგენის (VW) ფონდის მიერ დაფინანსებულ სადოქტორო პროექტში "მდგრადი სოფლის მეურნეობა და სასურსათო სისტემები (მსმსს)".

პროექტის ძირითადი მიზანია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ხელი შეუწყოს დარგთაშორის ინტერდისციპლინარული კვლევების გაძლიერებას და ახალგაზრდა მკვლევარებს სთავაზობს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღების, არსებული ცოდნის გაფართოების, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების, ინოვაციური კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების, ახალი ცოდნის შექმნისა და მისი დანერგვის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობას.

კვლევები უნდა განხორციელდეს ოთხი თემატური კლასტერის გარშემო:

** მდგრადი სოფლის მეურნეობა და სურსათის ტექნოლოგიური ინოვაციები;
** კლიმატის ცვლილებების გავლენა აგრო-სატყეო სისტემებზე;
** ბიომრავალფეროვნება, ბუნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მართვა;
** სურსათის წარმოების რეალური ფასი და სასოფლო-ურბანული კავშირები აგრო-სასურსათო სისტემებთან.

პროექტის ფარგლებში დოქტორანტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და კვლევისთვის საჭირო ხარჯები. ახალგაზრდა მკვლევარები კვლევებს განახორციელებენ ქართველი და გერმანელი მეცნიერების ხელმძღვანელობით, შესაძლებლობა ექნებათ მათი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ისარგებლონ 3 თვიანი გაცვლითი პროგრამით და გაემგზავრონ გერმანიაში, კასელის უნივერსიტეტში.

დისერტაციის დაცვის შემდეგ მაძიებელს მიენიჭება "აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის" კვალიფიკაცია (PhD in Agricultural Sciences). დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დოქტორანტმა პროგრამის ფარგლებში უნდა დააგროვოს 180 ECTS კრედიტი.

კურიკულუმი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან-მოდულისგან:

** სასწავლო კომპონენტი - 45 ECTS კრედიტი
** კვლევითი კომპონენტი - 135 ECTS კრედიტი

კონკურსის საფუძველზე კომისია შეარჩევს დოქტორანტებს გასაუბრებით. შერჩეული დოქტორანტები მიიღებენ სტიპენდიას, რომლითაც ვალდებული იქნებიან დაფარონ სწავლის საფასური და სხვა დაკავშირებული ხარჯები. ამ და სხვა წინაპირობების თაობაზე დოქტორანტებს სახელშეკრულებო ვალდებულება გაუჩნდებათ უნივერსიტეტის მიმართ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ელექტრონულად);
** CV;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
** ელექტრონული ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ;
** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს დაგეგმილი სადისერტაციო თემის მოკლე აღწერას და პროექტში მონაწილეობის სურვილის დასაბუთებას;
** ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან საბუთი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის სწავლის/მუშაობის გამოცდილებას ინგლისურ ენაზე, ასეთის არ არსებობს შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დონის განმსაზღვრელი გამოცდის ჩატარებას.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, დიპლომები და სერთიფიკატები უნდა ითარგმნოს და დამოწმდეს ნოტარიულად. დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფორმატში. ამისთვის, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, PDF-ის ერთ ფაილში ატვირთოთ ყველა საბუთი და გამოაგზავნოთ მისამართზე n.katcharava@agruni.edu.ge ან სადოქტორო სკოლის კოორდინატორთან შემდეგ მისამართზე n.kobakhidze@agruni.edu.ge

გთხოვთ, მსურველებმა 2018 წლის 26 თებერვლის 18:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და მოთხოვნილი საბუთები გადმოგზავნოთ მითითებულ მისამართზე. გასაუბრებასთან დაკავშირებით დამატებით მიიღებთ შეტყობინებას.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე