მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).
** გამოსაცდელი ვადა ერთი თვე: 250 ლარი
** ხელფასი: 400 ლარი. (გამოსაცდელი ვადის შემდეგ) + ბონუსი გაყიდვებიდან
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას
** კომპანია ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული წერითი-ზეპირი კომუნიკაციის უნარი (რუსული, ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** Facebook - გვერდის მართვის საფუძვლები
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word) მომხმარებლის დონეზე სასურველია
** მომხმარებელთან ურთიერთობის, ქოლ-ცენტრის ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება)
** კომპანიის სოციალურ გვერდებზე მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ონლაინ ჩათში მომხმარებელთან კომუნიკაცია

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, კომუნიკაბელური
** ინფორმაციის სწრაფად და ზუსტად გადამუშავების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე